ნეთანიაჰუ: ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზას სექტორის ყველა კუთხეში
15/11/2023 17:00:58 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზას სექტორის ყველა კუთხეში. ამის შესახებ მან ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის არმიას აქვს ორი ამოცანა: „ჰამასის“ განეიტრალება და მძევლების სახლში დაბრუნება.
„გახსოვთ, როდესაც თქვეს, რომ ღაზაში არ შევიჭრებოდით? შევიჭერით. მათ თქვეს, რომ ჩვენ ვერ მივიდოდით ღაზას გარეუბნებში, ჩვენ მივედით. მათ თქვეს, რომ შიფაში არ შევიდოდით, შევედით. ღაზაში ადგილი არ არის, სადაც ჩვენ ვერ მივაღწევთ. „ჰამასის“ მკვლელებისთვის სამალავი და თავშესაფარი არ არსებობს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


