Rheinmetall უკრაინას Leopard 1A5-სა და Bergepanzer 2-ებს გადასცემს
15/11/2023 13:38:04 მსოფლიო
გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას 25 Leopard 1A5-ის საბრძოლო ტანკს და ხუთ ჯავშანმანქანა Bergepanzer 2-ს გადასცემს.
კონტრაქტს, რომელიც Rheinmetall–მა უკრაინასთან გააფორმა, გერმანია დააფინანსებს. კონტრაქტი ასევე მოიცავს ეკიპაჟის მომზადებას, ლოგისტიკას და სათადარიგო ნაწილებს.
როგორც იუწყებიან, ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს Rheinmetall-ის ქარხნებში.
ამასთან, Rheinmetall აცხადებს, რომ Marder-ის 80 ქვეითთა საბრძოლო მანქანების უმეტესობა, რომლებიც ადრე შეუკვეთეს, უკვე გადაეცა უკრაინას და მზად არის კიდევ 20 Marder მიაწოდოს შეკვეთის მიღების შემდეგ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში Rheinmetall აპირებს უკრაინას 100 ათასი 120 მმ-იანი ჭურვი მიაწოდოს.
გერმანია უკრაინის მთავარი პარტნიორია ევროპაში. გაწეული დახმარების ჯამური მოცულობით ის მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება.


