თურქეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვას იწყებს
15/11/2023 13:29:05 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას იწყებს.
Reuters-ის ინფორმაციით, კომიტეტი საკითხის განხილვას 16 ნოემბრიდან შეუდგება.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა, ხოლო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი დაამტკიცა.
შვედეთმა, ისევე როგორც მანამდე ნეიტრალურმა ფინეთმა, ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს წარადგინეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან მალევე. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა. შვედეთის გაწევრიანება დაბლოკეს თურქეთმა და უნგრეთმა.
სანაცვლოდ ანკარამ სტოკჰოლმს რიგი მოთხოვნები წაუყენა, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიის აქტივისტების ექსტრადირება, რომლებსაც ის ტერორისტებად მიიჩნევს და რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს შვედეთში; შვედეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს გაუქმებას. ამასთან, ერდოღანმა მკაცრად დაგმო შვედი აქტივისტების მიერ ყურანის დაწვის ინციდენტები.
მიმდინარე წლის ივლისში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ შეუშლის ხელს შვედეთს გაერთიანებაში გაწევრიანებაში. დაპირებამ ნატოს სამიტამდე ერდოღანის აშშ–ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გაიჟღერა.
იმისათვის, რომ შვედეთი ნატო–ში გაწევრიანდეს, მისი განაცხადი ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაამტკიცოს. ნატო ამჟამად 31 სახელმწიფოს აერთიანებს.


