Accentnews.ge
ფინეთმა შესაძლოა, რუსეთთან საზღვარი სრულად ჩაკეტოს

ფინეთმა შესაძლოა, რუსეთთან საზღვარი სრულად ჩაკეტოს

15/11/2023 13:22:08 მსოფლიო

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ფონზე ქვეყნის მთავრობა რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას განიხილავს.

ორპომ აღნიშნა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა შეცვალეს პრაქტიკა და ახლა საზღვართან მისვლის ნებას რთავენ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საჭირო დოკუმენტები.

"ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ" - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ფინეთის მთავრობა ამზადებს ინსტრუმენტებს, რათა განმუხტოს სიტუაცია, განიხილება მთელი საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობა.

"არ არის საჭირო შეშფოთება. კანონმდებლობაც მოწესრიგებულია. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ, ვიმოქმედოთ," - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მეორდება ვითარება, რაც 2015-16 წლების მიგრაციის ტალღის დროს იყო.

მანამდე ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდ ნაკადზე მთავრობა პასუხს ამზადებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S