Accentnews.ge
კიევში პუშკინის ძეგლი მოხსნეს მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე

კიევში პუშკინის ძეგლი მოხსნეს მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე

15/11/2023 12:37:15 მსოფლიო

კიევში რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი მოხსნეს. ვიდეო კიევის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, დეპუტატმა დიმიტრი ბელოცერკოვეცმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ძეგლი იდგა ბერესტეისკის გამზირზე, ქალაქის ცენტრში, კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარკის მოპირდაპირედ.

”პუშკინი - ყველაფერი რუსულია (გადახაზული)! მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლის ბოლოს მიხვდა მინისტრთა კაბინეტი, რომ პუშკინი არ იყო უკრაინის კულტურის ნაწილი და ოფიციალური პირები დაეთანხმნენ კიევის ინიციატივას ამ ძეგლის მოხსნის შესახებ. გმადლობთ ამისთვის“, - დაწერა დეპუტატმა.

მაისში ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო. მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე ძეგლის დემონტაჟს ვერ გადაწყვეტდნენ, რადგან ის კულტურულ მემკვიდრეობად იყო აღიარებული. 2023 წლის ნოემბერში ძეგლს სტატუსი მოეხსნა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უმაღლესმა რადამ დააკანონა ტერმინი „რაშიზმი“. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „ტოპონიმების დეკოლონიზაციის შესახებ“, რომელიც კრძალავს უკრაინის გეოგრაფიულ ობიექტებსა და ქუჩებს რუსეთთან დაკავშირებული სახელების მინიჭებას. 2022 წლის ზაფხულში უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი „აგრესორი სახელმწიფოს მუსიკალური პროდუქტის საჯარო გამოყენების შეზღუდვის შესახებ“, აკრძალა რუსული მუსიკა მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში. მოთხოვნა ვრცელდება იმ შემსრულებლების სიმღერებზე, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ 1991 წლიდან. გარდა ამისა, რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს წიგნების და სხვა საგამომცემლო პროდუქციის გავრცელებას რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 2015 წლის მაისიდან უკრაინაში ასევე მოქმედებს დეკომუნიზაციის კანონი, რომელიც კრძალავს კომუნისტური სიმბოლოების პროპაგანდას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S