მედია: შაქრო კალაშოვთან მოთანამშრომლე პოლკოვნიკმა უკრაინაში ომში მონაწილეობით შეწყალება მიიღო
15/11/2023 11:58:25 მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილმა პოლკოვნიკმა ალექსეი კრამარენკომ, რომელიც გასამართლდა ცნობილი კრიმინალის შაქრო კალაშოვის გათავისუფლების დროს ქრთამის აღებისთვის, შეწყალება მოიპოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის,– ამის შესახებ РБК საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამავე გზით მიიღო შეწყალება კაცმა, რომელიც 17–წლიან სასჯელს იხდიდა ყოფილი პარტნიორის სასტიკი მკვლელობისთვის. მას ციხეში ნახევარი წელიც არ დაუყვია.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, კრამარენკომ ექვს თვეზე მეტი ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ”მას უარი უთხრეს პირობით გათავისუფლებაზე და წავიდა ფრონტზე”, - განმარტა წყარომ. ომის დროს მას „მართვის უნარის“ გამო თავდასხმის რაზმი ჩააბარეს. მისი კონტრაქტის ვადა უკვე ამოწურულია.
კრამარენკო მანამდე ხელმძღვანელობდა მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას და მის თანაშემწეებს ბრალად თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, მათ ქრთამის სანაცვლოდ მიიღეს არაერთი იმგვარი გადაწყვეტილება, რაც კრიმინალებს დანაშაულისთვის პასუხისგებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა.


