Accentnews.ge
კადიროველებმა თავი "იესოს არმიად" გამოაცხადეს [ვიდეო]

კადიროველებმა თავი "იესოს არმიად" გამოაცხადეს [ვიდეო]

15/11/2023 08:32:13 მსოფლიო

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმის "ახმატის" მეთაურმა აფტი ალაუდინოვმა უკრაინაში მებრძოლი მისი ქვედანაყოფის ჯარისკაცებს უთხრა, რომ ისინი არიან "იესოს არმია", რომელსაც მოუწევს "ანტიქრისტეს დამარცხება". ამის შესახებ მან მომღერალ ვიკა ციგანოვას და მისი მეუღლის პროდიუსერ ვადიმ ციგანოვის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (როგორც რუსეთი უწოდებს უკრაინაში ომს) ზონაში ვიზიტისას განაცხადა.

ირგვლივ იდგა სამხედრო ფორმიანი ხალხი დროშებით ხელში, რომლებზეც დატანილი იყო ქრისტეს და კადიროვის სახეები და წარწერა „რუსული სამყარო“.

ალაუდინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთი იქნება სწორედ ის ძალა, საიდანაც გავრცელდება რელიგიური ღირებულებები".

ანტიქრისტეს როლისთვის მან შესთავაზა ლგბტ ადამიანები - „ეს ჭუჭყი, რომელიც შეიძლება, შემოვიდეს ჩვენს სახლებში“.

მართალია, იესოს ისლამი წინასწარმეტყველად აღიარებს, მაგრამ რატომ იბრძვის ჩეჩნური "იესოს არმია" უკრაინაში, გაურკვეველია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S