Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

15/11/2023 06:17:01 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ქვედანაყოფები ყველაზე მეტად უტევენ ავდეევკის, ბახმუტის, მარინკის და კუპიანსკის რაიონებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 8 შეტევა, ბახმუტთან - 12, ავდეევკის რაიონში - 17 და მარინკის მიმართულებით - 20.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რუსეთის ჯარები ცდილობენ უკრაინის აღმოსავლეთში ინიციატივა დაიბრუნონ და ამ მიზნით ერთდროულად ატარებენ რამდენიმე შეტევით ოპერაციას.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა რუსეთი ინიციატივის სრულად დაბრუნებას, რადგან უკრაინელი სამხედროები ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთებზე ზეწოლას განაგრძობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S