უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
14/11/2023 17:14:44 მსოფლიო
უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ბომბსაცავებს მიაშურონ.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ MiG-31K სამხედრო თვითმფრინავებმა სტარტი აიღეს თავიანთ ბაზებზე და სარაკეტო დარტყმების საშიშროება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს.
მანამდე, გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამხრეთში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში საჰაერო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. უკრაინის ინფორმაციით, შეტევა რუსეთის სამმა დრონმა განახორციელა.


