ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მლნ ევროს გამოუყოფს
14/11/2023 15:22:40 მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.
როგოც მან აღნიშნა, გამოყოფილი თანხა მოხმარდება, როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა კიევს ჰუმანიტარული დახმარებისთვის საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.


