Accentnews.ge
გერმანული Rheinmetall უკრაინას Leopard 1-ებს მიაწვდის

გერმანული Rheinmetall უკრაინას Leopard 1-ებს მიაწვდის

14/11/2023 13:17:47 მსოფლიო

უკრაინამ და გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა ტანკების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს, - იუწყება უკრაინული მედია.

ხელშეკრულება ითვალისწინებს Leopard 1 A5 ტიპის 25 საბრძოლო ტანკის, 5 საევაკუაციო ჯავშანმანქანისა და მძღოლის მოსამზადებლად განკუთვნილი 2 ტანკის მიწოდებას. კონცერნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწოდება 2024 წელს უნდა განხორციელდეს.

„2023 წლის ბოლოს - 2024 წლის დასაწყისში, უკრაინა ასევე მიიღებს Caracal-ის 5 საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას. გარდა ამისა, ნიდერლანდების და დანიის მთავრობების სახელით, მომავალ წელს ჯგუფი უკრაინას Leopard 2A4-ის 14 ტანკს მიაწვდის“, - აღნიშნულია Rheinmetall–ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S