Accentnews.ge
ერმაკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს

ერმაკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს

14/11/2023 12:17:02 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში "ჰადსონის ინსტიტუტში" გამოსვლისას განაცხადა.

"მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ყირიმის დემილიტარიზაციას. ჩვენ დავფარეთ მანძილის 70% და ჩვენი კონტრშეტევა გრძელდება", - აღნიშნა ერმაკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S