Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზას სექტორზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზას სექტორზე კონტროლი დაკარგა

14/11/2023 06:09:16 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით,“ჰამასმა“ ღაზას სექტორზე კონტროლი დაკარგა.

„არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. ისრაელის არმია ყველგან წინ მიიწევს. ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ“, - აღნიშნა გალანტმა.

გუშინ საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, "ღაზას რანტისის საავადმყოფო დაარბიეს, რადგან იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ".

„საავადმყოფოს ქვეშ მდებარე სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი“, - განაცხადა თავდაცვის ძალების პრეს–სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ცნობისთვის: ისრაელი ღაზაში ოპერაციას აგრძელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ღაზას სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.

"ალ-შიფას საავადმყოფოში დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ. საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - განაცხადა ორგანიზაციის პრეს–სპიკერმა კრისტიან ლინმაიერმა.

ამასთან, მისი ცნობით, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 3 ასეთი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო უკვე დაიღუპა.

ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს.

13 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე ვითარება იყო: "ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია".

მოგვიანებით, იმავე დღეს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს–სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებს საწვავის შეგროვებაში უშლიდა ხელს:

"ისრაელის არმიამ ღამით საავადმყოფოსთან 300 ლიტრი საწვავი დატოვა, მაგრამ "ჰამასი" ხელს უშლიდა და ახორციელებდა ზეწოლას საავადმყოფოზე არ შეეგროვებინა იგი".

"ჰამასი" ბრალდებას უარყოფს.

13 ნოემბერს საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა BBC-ს განუცხადა, რომ 300 ლიტრი საწვავი გენერატორების მუშაობას მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".
  • 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S