რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადის შტაბის უფროსის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
13/11/2023 19:29:53 მსოფლიო
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი იან სუხანოვი დაიღუპა, იუწყება ForPost რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ სამხედრო მოსამსახურე 44 წლის ასაკში 8 ნოემბერს მოსკოვში, ბურდენკოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის ცხოვრობდა სევასტოპოლში და მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ცნობით, რუსი პოლკოვნიკი იან სუხანოვი მძიმედ დაიჭრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბრიგადის სამეთაურო პუნქტზე თავდასხმის შედეგად.


