Accentnews.ge
აშშ-ის ძალებს სირიაში ერთ დღეში ოთხჯერ დაესხნენ თავს დრონებითა და რაკეტებით

აშშ-ის ძალებს სირიაში ერთ დღეში ოთხჯერ დაესხნენ თავს დრონებითა და რაკეტებით

13/11/2023 19:00:29 მსოფლიო

აშშ-ის და კოალიციურ ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე ოთხჯერ დაესხნენ დრონებითა და რაკეტებით. ამის შესახებ Reuters–ს ამერიკელმა სამხედრო წარმომადგენელმა განუცხადა.

კვირას საღამოს აშშ-ის ძალებს სამჯერ დაესხნენ თავს ალ-ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად და აშშ-ის ბაზაზე ალ-შადადში. ორშაბათს დილით, რუმალინას სადესანტო ზონაში ამერიკულ პოზიციებს თავს დაესხა რამდენიმე დრონი. ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი ოთხი კარავი დააზიანა, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოქტომბრის დასაწყისიდან გახშირდა აშშ-ისა და კოალიციურ ძალებზე თავდასხმები ერაყსა და სირიაში. პენტაგონის ცნობით, სულ მცირე 56 ამერიკელმა ჯარისკაცმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. სულ სირიაში 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.

აშშ თავდასხმებში ირანს და მის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს ადანაშაულებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მეორედ დაარტყა იარაღის საცავს აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც, პენტაგონის ცნობით, იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S