Accentnews.ge
ევროკავშირი შენგენის ზონაში ციფრულ ვიზებზე გადადის

ევროკავშირი შენგენის ზონაში ციფრულ ვიზებზე გადადის

13/11/2023 16:29:00 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან მიღებული ცვლილების მიხედვით, პირებს, რომლებსაც განაცხადი შეაქვთ ევროპის შენგენის ზონაში სამოგზაუროდ, ამისთვის მალე ინტერნეტის პლატფორმის გამოყენება მოუწევთ.

სავიზო პროცესის ციფრულ ფორმაზე გადასვლის ეს ნაბიჯი ასევე გააუქმებს განაცხადის წარმდგენთა პასპორტებში ვიზების ჩაკვრის საჭიროებას, შესაბამისად, აღარ იქნება საკონსულოებსა თუ მომსახურების ცენტრებში შეხვედრის დანიშვნის აუცილებლობა.

ცვლილების ამოქმედებას სამი კვირა დასჭირდება მას შემდეგ, რაც ის გამოქვეყნდება ევროკავშირის ადმინისტრაციულ გამოცემაში.

შენგენის ზონა მოიცავს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 23-ს, ასევე შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S