Accentnews.ge
მედია: უკრაინა მალე მიიღებს აშშ-ის მიერ იორდანიისგან შეძენილ 60 Gepard–ს

მედია: უკრაინა მალე მიიღებს აშშ-ის მიერ იორდანიისგან შეძენილ 60 Gepard–ს

13/11/2023 15:09:59 მსოფლიო

ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf იტყობინება, რომ უკრაინამ შესაძლოა, მალე მიიღოს 60 საზენიტო თვითმავალი საარტილერიო სისტემა Gepard, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მისთვის იორდანიისგან შეიძინა.

საუბარია გერმანული წარმოების სისტემებზე, რომლებიც ნიდერლანდებმა 2013 წელს მიჰყიდა იორდანიას, . ჰოლანდიის არმია ბოლო – მე-60 დანადგარს 2016 წელს დაემშვიდობა.

ახლა შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, იორდანიიდან 110 მილიონ ევროდ იყიდოს Gepard–ები უკრაინისთვის გადაცემის მიზნით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინას მოკლე დროში უნდა ჰქონდეს პირველი პარტიის მიღების მოლოდინი.

უკრაინის არმია აქტიურად იყენებს Gepard–ს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით. ეს ხელს უწყობს ძვირადღირებული საბრძოლო მასალის დაზოგვას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, როგორიცაა Patriot და IRIS-T, რომლებიც ფოკუსირებულია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე.

ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კომპანიამ Global Military Products მიიღო 118 მილიონ დოლარზე მეტის კონტრაქტი პენტაგონისგან უკრაინისთვის Gepard-ების შეძენა–მიწოდებისთვის.

იმ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება განხორციელდებოდა ამანში, საორიენტაციო თარიღად 2024 წლის 30 მაისი სახელდებოდა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან უკრაინას 49 Gepard უკვე გადასცა. ოქტომბერში გადაეცა სამი ერთეული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S