IDF: ღაზას სექტორში 4 ათასზე მეტი დარტყმა განხორციელდა "ჰამასის" ობიექტებზე
13/11/2023 13:51:14 მსოფლიო
ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევის დაწყებიდან 4300 დარტყმა განხორციელდა "ჰამასის" დაჯგუფების ობიექტებზე, წერს Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სახმელეთო შეტევის დაწყების დღიდან ისრაელის სახმელეთო ძალებმა, ქვეყნის საჰაერო ძალებთან ერთად, „ასობით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვები და "ჰამასის" 300 გვირაბს დაარტყეს“.
IDF-ის მონაცემებით, სულ დაზიანდა "ჰამასის" 3000–მდე ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის „100-ზე მეტი დანაღმული შენობა და ასობით სამეთაურო ცენტრი“.
7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლი 1400-ზე მეტი ადამიანი გახდა და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს.
თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციების შეჩერებას ყოველ დღე ოთხი საათით. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის ჯონ კირბის თქმით, ასეთი პაუზები საშუალებას მისცემს ადამიანებს, ორი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით გამოვიდნენ სახიფათო ზონებიდან და ასევე გამოყენებულ იქნება მძევლების გასათავისუფლებლად.


