Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან და სანქციებთან შესაბამისობაში არ მოსულა

ბორელი: ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან და სანქციებთან შესაბამისობაში არ მოსულა

13/11/2023 13:25:40 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკში გაწევრიანების მსურველი დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან და სანქციებთან შესაბამისობაში არ მოსულა.

ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების საგანი იქნება დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან არასაკმარის შესაბამისობაში ყოფნა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკასთან მოსკოვის მიმართ, სანქციების, რომლებიც ამოქმედდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ. [რეგიონის] ზოგიერთი ქვეყანა არ მოსულა შესაბამისობაში ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან და სანქციებთან", – განაცხადა ბორელმა.

13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას თავიანთ კოლეგებთან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რათა განიხილონ საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის რეგიონის ქვეყნების პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას (უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს) აქვს მინიჭებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S