მედია: უნგრეთი გეგმავს კანონის მიღებას, რომელმაც შესაძლოა, მეტი ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე
13/11/2023 10:03:42 მსოფლიო
უნგრელმა უფლებადამცველებმა გამოთქვეს შეშფოთება ახალი კანონმდებლობის გამო, რომელმაც, მათი თქმით, შესაძლოა, მეტი ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე, – იუწყება The Guardian.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ახალი, “უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი” აქტივობების გამომძიებელი უწყება შეიქმნება.
"Fidesz-ის ხელმძღვანელობამ მიუთითა, რომ ახალი კანონმდებლობა შესაძლოა, გავრცელდეს პოლიტიკური პარტიების საგარეო დაფინანსებაზე, ასევე მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებსაც იგი ვაშინგტონის და/ან ბრიუსელის გავლენის ქვეშ მოღვაწეობაში ადანაშაულებს", – იტყობინება გამოცემა.


