Accentnews.ge
შოლცი: კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ

შოლცი: კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ

13/11/2023 10:30:49 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას. ამის შესახებ მან Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან: ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიებიდან. და ეს არის ის, რისთვისაც რუსეთი აშკარად ჯერ არ არის მზად“, - განაცხადა შოლცმა.

მისი ხედვით, ვლადიმირ პუტინთან დიალოგის წარმოებას აზრი აქვს და ის ამის გაკეთებას გააგრძელებს:

„ამჟამინდელ ვითარებაში მასთან საუბარი საჭიროა, რაც წარსულში მე გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ“, - დასძინა კანცლერმა.

მანამდე Reuters წერდა, რომ გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელსაც კანცლერი ოლაფ შელცი ხელმძღვანელობს, დათანხმდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას მომავალ წელს 8 მილიარდ ევრომდე.

გერმანია უკრაინის მთავარი მოკავშირეა ევროპაში. კიევისთვის გაწეული დახმარების მოცულობით ის მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S