Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივ“ შეწყვეტის წინააღმდეგია

გერმანიის კანცლერი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივ“ შეწყვეტის წინააღმდეგია

13/11/2023 07:16:59 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ღაზას სექტორში ცეცხლის "დაუყოვნებლივ" შეწყვეტას, იტყობინება AFP.

”მე არ ვფიქრობ, რომ მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ან ხანგრძლივი პაუზის შესახებ - რაც იგივეს ნიშნავს - სწორია.

საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ ისრაელი "ჰამასს" (აშშ-ს და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებულ დაჯგუფებას) აღდგენის და ახალი რაკეტების მოპოვების შესაძლებლობას უტოვებს“, - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი "ჰუმანიტარული პაუზის" აღების მოწოდებით გამოდის.

შოლცის პოზიცია ეწინააღმდეგება არაბული ქვეყნების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოზიციებს. ერდოღანი მომავალ კვირას ბერლინში გერმანიის ლიდერს უნდა შეხვდეს.

ისრაელის უახლესი ოფიციალური მონაცემებით, "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმას შეეწირა დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოლო კიდევ 42 ჯარისკაცი დაიღუპა ღაზას სექტორში IDF-ის სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან.

ისრაელის არმიის შეფასებით, 7 ოქტომბერს "ჰამასის" პირველი თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს დაახლოებით 240 ადამიანი. ისრაელის მედიის ცნობით, მათ შორის სულ მცირე, 30 ბავშვია.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო კამპანიის შედეგად ღაზას სექტორში 11000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ზუსტდება.

12 ნოემბერს ევროკავშირმა დაგმო "ჰამასი" ღაზას სექტორში „საავადმყოფოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად“ გამოყენების გამო და მოუწოდა ისრაელს, გამოიჩინოს „მაქსიმალური თავშეკავება“ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად.

როგორც Reuters ექიმებზე დაყრდნობით წერს, საავადმყოფოები პალესტინის ანკლავის ჩრდილოეთით დაბლოკილია ისრაელის ჯარების მიერ და ისინი ძლივს უწევენ დახმარებას ღაზას სექტორში მყოფებს. ღაზას უმსხვილესმა საავადმყოფოებმა ალ–შიფამ და ალ–ყუდსმა განაცხადეს, რომ აჩერებენ ოპერაციებს.

ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასმა" სამეთაურო ცენტრები საავადმყოფოების რაიონებში განათავსა და იქ უნდა ჩავიდეს, რათა გაათავისუფლოს დაახლოებით 200 მძევალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S