ISW მიუთითებს ნიშნებზე, რომ უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს რუსულ ობიექტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თავად რუსეთში
13/11/2023 06:48:19 მსოფლიო
როგორც ჩანს, უკრაინა აძლიერებს შეტევას რუსეთის სამხედრო, ლოგისტიკურ და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე უკრაინის ოკუპირებული ნაწილის სიღღმეში და რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაში.
ამასთან დაკავშირებით, ამერიკელი ანალიტიკოსები მიუთითებენ უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე, რომ 12 ნოემბერს განხორციელდა თავდასხმა რუსეთის სამხედრო შტაბზე ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში, რამდენიმე დღით ადრე კი – ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპიბლიკის" უშიშროების ძალების ყოფილ ლიდერზე.
ISW ასევე წერს თავდასხმების შესახებ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ სკადოვსკში, ხერსონის რეგიონში და შავი ზღვის ფლოტის ობიექტებზე ყირიმში 9 ნოემბერს. ამერიკელი ანალიტიკოსები მიუთითებენ სამ შეტევაზე და პარტიზანულ თავდასხმაზე რუსეთში 11 ნოემბერს.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ „2023 წლის ზაფხულიდან უკრაინული ძალები ახორციელებენ თავდასხმების კამპანიას ანექსირებულ ყირიმზე“.
მოსკოვი ასევე ხშირად ადანაშაულებს უკრაინას უშუალოდ რუსეთში აფეთქებებსა და ხანძრებთან კავშირში. კიევი ამაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.


