Accentnews.ge
მედია: გერმანიის მმართველი კოალიცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს

მედია: გერმანიის მმართველი კოალიცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს

13/11/2023 06:28:47 მსოფლიო

გერმანიის კოალიციური მთავრობა, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, დათანხმდა უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებას მომავალ წელს 8 მილიარდ ევრომდე, განუცხადა Reuters-ს ბერლინში პოლიტიკურმა წყარომ.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სადაც კოალიციის პარტიებს აქვთ უმრავლესობა, გერმანიის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება ქვეყნის მშპ-ს 2,1%-მდე, ანუ გადააჭარბებს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დადგენილ მინიმალურ ხარჯებს.

როგორც Reuters აღნიშნავს, "სოციალ-დემოკრატების", "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" და "მწვანეების" დეპუტატები შეთანხმდნენ, 2024 წლის ფედერალურ ბიუჯეტზე იმსჯელონ. ამას მოჰყვება ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 16 ნოემბერს.

Bloomberg იყო პირველი, ვინც წყაროებზე დაყრდნობით წერდა ბერლინი გეგმაზე, გაზარდოს ხარჯები. Bild am Sonntag ასევე წერდა, რომ საპარლამენტო კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს დამატებითი 4 მილიარდი ევროს დახმარება. „სამხედრო ხარჯების გაორმაგება სწორი და მნიშვნელოვანია“, - ციტირებს გამოცემა პარლამენტის წევრს ანდრეას შვარცს, რომელიც პასუხისმგებელია SPD-ის სამხედრო ბიუჯეტზე.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ბუნდესტაგის კომიტეტს ჯერ არ დაუსრულებია განხილვა და უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

გერმანია ევროპაში უკრაინის მთავარ მოკავშირედ ითვლება. კიევისთვის მიწოდებული დახმარების მოცულობით ის მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ.

იხილეთ ასევე: გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ომისთვის შემზადებისკენ მოუწოდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S