Accentnews.ge
ლატვიის პრეზიდენტი: თუ უკრაინელები დამარცხდებიან და რუსეთს მწვანე შუქი ექნება, რომ მომავალში სხვებს დაემუქროს

ლატვიის პრეზიდენტი: თუ უკრაინელები დამარცხდებიან და რუსეთს მწვანე შუქი ექნება, რომ მომავალში სხვებს დაემუქროს

12/11/2023 16:23:15 მსოფლიო

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ უკრაინელები მამაცურად იბრძვიან და დასავლეთი პასუხისმგებელია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მეტი იარაღის თხოვნას უპასუხოს.

"გააგრძელეთ იარაღის მიწოდება ან უკრაინელები დამარცხდებიან და რუსეთს მწვანე შუქი ექნება, რომ მომავალში სხვებს დაემუქროს. ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა საერთაშორისო მშვიდობისთვის, მათ შორის ევროპაში მშვიდობისთვის. ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ვიდრე, თუ უკრაინას დავაღალატებთ ან ასევე დავუშვებთ, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში უკონტოლო გახდეს“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დასავლეთმა მხარი დაუჭიროს როგორც უკრაინას, ისე ისრაელს.

იგი ვარაუდობს, რომ რუსეთი განაახლებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს.

"უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ევროკავშირი და ნატოც უნდა მოემზადონ", – დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S