მაკრონი: უკრაინასთან ომში რუსეთი თუ გაიმარჯვებს, ის შესაძლოა, საქართველოსაც დაემუქროს
12/11/2023 06:29:04 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს მიეცემა საშუალება, უკრაინასთან ომში გაიმარჯვოს, მაშინ ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც შეიძლება, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინეტს.
ამის შესახ მან bbc-სთან ინეტვიუში განაცხადა,
”რასაც რუსეთი აკეთებს [უკრაინაში] ეს არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, ”, - დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის "ვალია" მხარი დაუჭირონ უკრაინას.
მაკრონმა დასძინა, რომ "ჯერ არ არის დრო, უკრაინა დაჯდეს მოლაპრაკებების მაგიდასთან" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მოლაპარაკების გადაწყვეტილება მხოლოდ კიევს ეკუთვნის".
ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ, შესაძლოა, „სამართლიანი და კარგი მოლაპარაკებებისთვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და რუსეთთან გამოსავლის პოვნის დრო დადგეს“.


