ლიეტუვა უკრაინას დრონებისთვის აღჭურვილობასა და გენერატორებს უგზავნის
10/11/2023 18:40:00 მსოფლიო
ლიეტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჯერად ლიეტუვა უკრაინას დრონებისთვის აღჭურვილობასა და გენერატორებს უგზავნის.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთი კიევს დახმარებას უწყვეტად უწევს.


