Accentnews.ge
7-8 დეკემბერს ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი გაიმართება

7-8 დეკემბერს ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი გაიმართება

10/11/2023 17:20:09 მსოფლიო

ევროპის კავშირი 7-8 დეკემბრისთვის ჩინეთში დაგეგმილი სსამიტის მსვლელობისას ეცდება, "ერთობლივი ინტერესების საკითხებში პეკინთან ურთიერთობები ააღორძინოს" - , განაცხადა შიდა ბაზრის საკითხთა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა, რომელიც სამიტის მოსამზადებლად ჩინეთს სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში ჩინელ კოლეგებთან შეხვედრები მან "ფრანსპრესთან" საუბრისას "კონსტრუქციულად, რიგ საკითხებში დაძაბულად" შეაფასა, თუმცა იქვე დასძინა, რომ "პანდემიის შემდეგ თანამშრომლობის განახლება ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო".

"ყველა ჩემს შეხვედრაზე უაღრესად გულახდილი ვიყავი და პირდაპირი, რადგან თუკი ურთიერთქმედება და ახალი შესაძლებლობების შექმნა გვსურს, თუკი გვინდა, გავხსნათ ბაზარი კომპანიებისთვის, ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, რთულ დისკუსიებს თავი არ უნდა ავარიდოთ"- განაცხადა ბრეტონმა.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირ-ჩინეთის სამიტზე ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში მიწოდებების გლობალური ჯაჭვების, ორმხრივი ურთიერთობების დაბალანსების, გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ურთიერთქმედების შესაძლებლობები იქნება განხილული.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩინეთს რამდენიმეჯერადი გადავადების შემდეგ, პირველად ამ თანამდებობაში ევროპის კავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებშ მან ჩინეთს უკრაინის მიმართ აგრესიის შესაჩერებლად რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის თხოვნით მიმართა და მოუწოდა, ომის შესაწყვეტად უკრაინის "მშვიდობის ფორმულას" მხარი დაუჭიროს.

როგორც ცნობილია, ევროპის კავშირი ცდილობს, ჩინეთი უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში ჩართოს, თვლის რა, რომ პეკინს მოსკოვზე გავლენის მოხდენის ბერკეტები გააჩნია. ამ მიზანს ევროპელი ლიდერების უმრავლესობას დაუჭირა მხარი ივნისში გამართულ ბოლო სამიტზეც.

ამავდროულად, ჩინეთი არ იყო წარმოდგენილი უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" ირგვლივ სახელმწიფოთა ლიდერების მრჩევლების შეხვედრაზე, რომელიც ამასწინათ მალტაში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S