ესტონეთმა და ისლანდიამ უკრაინას მორიგი საველე ჰოსპიტალი გადასცეს
10/11/2023 16:39:21 მსოფლიო
ესტონეთმა ისლანდიათან ერთად უკრაინას კიდე ერთი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გადასცა, - იუწყება "ტვიტერში" (X) ეტონეთის თავდაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, უკრაინა უახლოეს დღეებში გერმანიისგან სატრანსპორტო საშუალებებს მიიღებს, - იუწყება "Европейская правда".
ცნობისთვის: ივნისში ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემას, რომელშიც საველე ჰოსპიტალიც შედიოდა, მისი აღდგენა კი, რომელიც 7,8 მლნ ევრო დაჯდა, ისლანდიამ დააფინანსა.
სექტემბერში უკრაინულ მხარეს სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მაც გადასცა.


