Al Arabiya: ისრაელი და "ჰამასი" ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ
10/11/2023 16:22:05 მსოფლიო
ისრაელი და "ჰამასი" ქალი და ბავშვი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, ჯამში ტყვეობიდან 100 ადამიანი გათავისუფლდება, - წერს Al Arabiya და იქვე დასძენს, რომ ტყვეთა გაცვლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
თავის მხრივ ტელეარხი Al Hadath-ი იუწყება, რომ მხარეებმა შეთანხმებას ყატარის შუამავლობით მიაღწიეს და მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
მისივე ინფორმაციით, "ჰამასი" დასთანხმდა იმ ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას, რომლებიც ტყვეობაში 7 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ.
მანამდე მედია წერდა აშშ-ს, ისრაელს, ყატარა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებებზე, რომელთა თემაც ღაზაში სამდღიანი ჰუმანიტარული პაუზა წარმოადგენდა. ამასთან, საუბარი იყო 12 ამერიკელი ტყვეს გათავისუფლებაზეც.
ებრაული მხარის ბოლო მონაცემებით, ამ დროითვის ღაზას სექტორში ტყვეობაში 240-ზე მეტი ადამიანია, მათგან "ჰამასი" 180-ს აკავებს, "პალესტინის ისლამური ჯიჰადი" - 40-ს, კიდევ 20-მდე ადამიანი კი სხვა ბოევიკების ტყვეობაშია.


