Accentnews.ge
შოიგუს მიერ პუტინისთვის წარდგენილი "ახალი სამხედრო ტექნიკა" ფერმერებისა და რეინჯერებისთვის წარმოებული მოტოყველგანმავალი აღმოჩნდა

შოიგუს მიერ პუტინისთვის წარდგენილი "ახალი სამხედრო ტექნიკა" ფერმერებისა და რეინჯერებისთვის წარმოებული მოტოყველგანმავალი აღმოჩნდა

10/11/2023 15:46:23 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ დონის როსტოვში ჩაფრინდა და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს ეწვია.

პრეზიდენტი პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე მოიხსენიებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომს) მიმდინარეობის შესახებ მოხსენება მოისმინა და სამხედრო ტექნიკის ახალ ნიმუშებს გაეცნო".

შტაბში სტუმრობისას მას თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.

შოიგუმ პრეზიდენტს ახალი მანქანის ჩვენება შესთავაზა.

პუტინის ტელეგრამ-არხის მიერ გავრცელებულ, ამ პროცესის ამსსახველ ვიდეოზე მანქანის გვერდით ჩანს საინფორმაციო სტენდი ახალი ნიმუშის აღწერილობით, რომლის თანახმად, "ამერიკულ-ჩინური მარკის ყველგანმავალი Aodes გამიზნულია სადაზვერვო საქმიანობისთვის, რეიდებისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის, ასევე რთულ რელიეფზე მატერიალური საშუალებების გადატანისთვის". სტენდზე აღნიშნულია, რომ ამჟამად რუსულ არმიას 537 ასეთი ყველგანმავალი გააჩია და იგეგმება კიდევ დაახლოებთ 1500-ის შეძენა.

რუსული ოპოზიციური მედია ახალი მანქანით დაინტერესდა, ვიდეოს გამოსახულება სამხედრო ექპერტებს შეაფასებინა და დაადგინა, რომ, რეალურად საუბარია Desertcross 1000-3-ზე, რომელიც უმთავრესად სოფლის მეურნეობაში ფერმერებისა და სამონადირეო მეურნეობებში რეინჯერების მიერ გამოიყენება.

ცნობისთვის: ბოლოს პუტინი სამხრეთ-სამხედრო ოლქის შტაბს მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს სტუმრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S