Accentnews.ge
პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში 46-ჯერ დაესხნენ თავს

პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში 46-ჯერ დაესხნენ თავს

10/11/2023 06:55:37 მსოფლიო

პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში 46-ჯერ დაესხნენ თავს.

„17 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-სა და კოალიციის ძალებს თავს დაესხნენ მინიმუმ 46-ჯერ, მათ შორის 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ თავდასხმების შედეგად 56 ადამიანია დაშავებული.

შეგახსენებთ, თავდასხმების საპასუხოდ გუშინ აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტზე იერიში მიიტანა.

იხილეთ ასევე: Al Mayadeen: სირიის არმია აშშ-ის სამხედროებთან ბრძოლაში შევიდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S