Accentnews.ge
მადრიდში ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დაჭრეს

მადრიდში ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დაჭრეს

10/11/2023 06:10:38 მსოფლიო

მადრიდში დაჭრეს ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალეხო ვიდალ-კუადრასი.

78 წლის პოლიტიკოსს 9 ნოემბერს, საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა. პოლიცია ეძებს 2 ეჭვმიტანილს, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლით გაიქცნენ.

ესპანური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსი მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ალეხო ვიდალ-კუადრასი 2014 წლამდე იყო „სახალხო პარტიაში“, რომელიც დატოვა ახალი, ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის დაფუძნების შემდეგ. ესპანელი პოლიტიკოსი წევრია ისრაელის ევროპელი მეგობრების ლობისტური ჯგუფის, რომლის მიზანია ევროკავშირში ისრაელის ინტერესების დაცვა.

ვიდალ-კუადრასზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S