ფინეთის თავდაცვის მინისტრი: ევროპის ქვეყნებმა ჩვენი თავდაცვის მოდელი უნდა გადაიღონ
09/11/2023 16:21:48 მსოფლიო
ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარონ ფინური მიდგომა თავდაცვის მიმართ – გაზარდონ თავიანთი შეიარაღებული ძალები და საბრძოლო მასალის მარაგი, რათა დააზღვიონ რუსეთისგან მომდინარე რისკები.
”თქვენ უნდა გყავდეთ რეზერვისტების დიდი არმია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს ამ სახის საფრთხეებს, რადგან ახლა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მომენტი ისაა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მჭიდრო დიალოგი რუსეთთან,” - თქვა ჰაკანენმა.
ფინელი მინისტრის თქმით, რუსეთი სხვა რიგ ქვეყნებთან ერთად იყენებს „ყველა საშუალებას დასავლეთის ქვეყნების დასანგრევად“, იყენებს მიგრაციას, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებს და ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებს.
მან მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მათ შორის მეტი საბრძოლო მასალის წარმოებითა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებით და მოემზადონ სცენარისთვის, რომელშიც მათ მოქმედება შეერთებული შტატების გარეშე მოუწევთ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ფინეთს შეუძლია, ომის დროს განათავსოს 280,000 ჯარისკაცი მილიონზე ნაკლები გაწვრთნილი რეზერვიდან გაწვევის სისტემის წყალობით, რომლის ფარგლებშიც მეტი კაცი და ნაკლები ქალი გადის სამხედრო წვრთნას ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში. ეს ხდის ფინეთის რეზერვისტთა ძალებს ყველაზე დიდს ევროპაში.


