Accentnews.ge
ბლინკენი: რუსეთმა შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული და ბალისტიკური ტექნოლოგიები გადასცეს

ბლინკენი: რუსეთმა შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული და ბალისტიკური ტექნოლოგიები გადასცეს

09/11/2023 15:35:28 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იზიარებს სამხრეთ კორეის შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე, რაც მოიცავს შეიარაღების ნაკადებს და ტექნიკურ მხარდაჭერას. წერს Reuters.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება რუსეთისგან ბალისტიკური რაკეტების პროგრამებში, ბირთვულ და კოსმოსურ ტექნოლოგიებში მხარდაჭერა მიიღოს.

"ჩვენ გვაქვს რეალური შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების, მისი ბირთვული ტექნოლოგიების, კოსმოსური შესაძლებლობების ნებისმიერი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ამ ძალისხმევის იდენტიფიცირებაზე, გამოვლენაზე და საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობაზე," - თქვა ბლინკენმა სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება.

ბლინკენმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარკ ჯინმა ასევე განიხილეს ე.წ. გაფართოებული შეკავების სტრატეგია ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების დასაძლევად.

ოქტომბერში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000 კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა მიაწოდა.

სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა და ასევე რუსეთში საბრძოლო მასალის გამოყენების სასწავლებლად მრჩევლები გაგზავნა.

გარდა ამისა, მოსკოვმა შესაძლოა მცირე დიაპაზონის ბალისტიკური

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S