Accentnews.ge
გაეროს უმაღლესი კომისარი: ისრაელსა და ღაზაში ომის დანაშაული კონფლიქტის ორივე მხარემ ჩაიდინა

გაეროს უმაღლესი კომისარი: ისრაელსა და ღაზაში ომის დანაშაული კონფლიქტის ორივე მხარემ ჩაიდინა

09/11/2023 09:47:50 მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი აცხადებს, რომ ისრაელსა და ღაზაში ომის დანაშაული კონფლიქტის ორივე მხარემ ჩაიდინა.

"7 ოქტომბერს პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი სისასტიკე საზარელი, სასტიკი და შოკისმომგვრელი იყო. ეს, ისევე როგორც მძევლების აყვანა, ომის დანაშაულია", - განაცხადა თურქიმ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ, დაშავდნენ და დასახიჩრდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

"ისრაელის მიერ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიური დასჯა ასევე უტოლდება ომის დანაშაულებს ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო ძალადობრივი ევაკუაცია", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10 500-ს გადააჭარბა.

"ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ.

ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს". 8 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაადასტურა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზა არ გამოცხადდება „ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S