Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს

ზელენსკი: უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს

09/11/2023 06:33:30 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე.

„ჩვენ გვაქვს გეგმა. გვაქვს ძალიან კონკრეტული ქალაქები, ძალიან კონკრეტული მიმართულებები, საითკენაც წავალთ, სადაც განვახორციელებთ კონტრშეტევას - ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში Reuters NEXT კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით ჩართვისას.

მისი თქმით, უკრაინის არმია შეეცდება აჩვენოს შედეგი და მიაღწიოს წარმატებას მიმდინარე წლის ბოლომდე.

„მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე არ დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ, თუმცა ეს რთულია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S