Accentnews.ge
ზელენსკი: დღეს ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა

ზელენსკი: დღეს ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა

08/11/2023 14:11:48 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება ევროკომისიის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა.

"დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა, ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა, რაც წმინდად პოზიტიურია. ყველა სირთულის მიუხედავად, წინ მივიწევთ. უკვე დეკემბერში ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოსგან. უკრაინა ყოველთვის იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა იყოს ევროკავშირში.

უკრაინელები იმსახურებენ ამას იმისთვის, რომ იცავენ ევროპულ ღირებულებებს და იმისთვისაც, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და ვავითარებთ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის გათვალისწინებული. მადლობა ყველას დახმარებისთვის, დიდება უკრაინას",– განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ, ხოლო საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S