ნავთობის ფასი ერთ კვირაში 4%-ით შემცირდა
08/11/2023 10:19:44 მსოფლიო
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში 4%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 81 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს – 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 10%-ითაა გაიაფებული. მაგალითად, ჯერ კიდევ წინა თვეს ბრენტის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.
ერთ თვეში 9%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს.


