რუსეთმა ICC-ის კიდევ ერთი მოსამართლე გამოაცხადა ძებნილად
08/11/2023 09:15:43 მსოფლიო
რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლა გამოაცხადა ძებნილად.
რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემების ბაზაში მითითებულია, რომ მოსამართლე სერხიო გერარდო უგალდე გოდინეზი "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე იძებნება". უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მოსამართლეს, თუმცა რუსეთა ICC-ის მოსამართლეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს.
მანამდე, 26 სექტემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტი პიოტრ ჰოფმანსკი შეიყვანა ძებნილთა სიაში. სასამართლოს პრეზიდენტთან ერთად, რუსეთში ძებნა გამოცხადდა ICC-ის ვიცეპრეზიდენტზე ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსაზე და მოსამართლე ბერტნარ შმიტზე. რუსეთში ძებნილადაა გამოცხადებული ჰააგის სასამართლოს რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის, ბრიტანელი პროკურორი კარიმ ხანი და მოსამართლეები, ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა.
2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. მოსკოვმა აღნიშნულს ICC-ის პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნით უპასუხა.


