Accentnews.ge
რუსულმა თვითმფრინავმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა თვითმფრინავმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია

07/11/2023 19:40:25 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლეგ ზიკოვი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსული თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კრისიანის კარინსმა.

უწყებაში ზიკოვს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ირკვევა, რომ ლატვიის საჰაერო ძალების რადარმა 6 ნოემბერს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირა.

საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა ლატვიის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. საპასუხოდ, ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა „მიიღეს აუცილებელი ზომები ნებისმიერი სახის საფრთხის თავიდან ასაცილებლად“. ინციდენტის შესახებ რიგამ ნატოელ მოკავშირეებსაც აცნობა.

ლატვიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, ლატვია აძლიერებს სახმელეთო საზღვრების, საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების დაცვას. გარდა ამისა, ნატო–ს წევრი ქვეყნები ახორციელებენ საჰაერო პატრულირებას ბალტიის ქვეყნების თავზე როტაციის საფუძველზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S