Accentnews.ge
მედია: ისრაელში ზელენსკის ვიზიტი ინფორმაციის გაჟონვის გამო გადაიდო

მედია: ისრაელში ზელენსკის ვიზიტი ინფორმაციის გაჟონვის გამო გადაიდო

07/11/2023 18:14:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელში ვიზიტი გადადო, რომელიც, არსებული ცნობებით, 7 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი. მიზეზად ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ნაადრევად გაჟონვა სახელდება,– წერს Times of Israel დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცმას წყაროებმა უთხრეს, რომ ზელენსკი კვლავაც აპირებს ისრაელში ჩასვლას, მაგრამ ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს ჩასვლას გეგმავდა სოლიდარობის ნიშნად, ჯერ კიდევ 4 ნოემბერს გავრცელდა. Times of Israel-ის ცნობით, ზელენსკის სურდა, ამის შესახებ მაშინ გამოეცხადებინათ, როცა ის უკვე ისრაელში იქნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S