Accentnews.ge
ფინკელმანი: ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას შუაგულში იბრძვიან

ფინკელმანი: ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას შუაგულში იბრძვიან

07/11/2023 17:57:06 მსოფლიო

ისრაელის არმიის სამხრეთ სარდლობის მეთაური იარონ ფინკელმანი აცხადებს, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას „შუაგულში“ იბრძვიან.

„ამ საათებშიც ჩვენ ვიბრძვით ღაზას სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრში. სწორედ ამ ადგილიდან დავბრუნდი ახლა. ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან ღაზის შუაგულში, ტერორიზმის შუაგულში. ეს კომპლექსური და რთული ომია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას თავის საფასური მოჰყვება“, – განაცხადა იარონ ფინკელმანმა.

მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა ალყაში მოქცეულ ღაზის მოქალაქეებს ტერიტორიის დასატოვებლად ოთხსაათიანი შუალედი მისცეს.

ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში, რომელსაც "რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს. ოქტომბრის ბოლოს სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S