Accentnews.ge
თურქეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია შეხვედრის შემდეგ გაუქმდა

თურქეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია შეხვედრის შემდეგ გაუქმდა

07/11/2023 17:41:49 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ანკარაში თავის ბელარუს კოლეგას სერგეი ალეინიკს შეხვდა,– ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. მანამდე პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, თუმცა ის დაუსახელებელ გარემოებათა გამო გაუქმდა.

თურქული გამოცემა "ანადოლუ" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ განხილვის ერთ–ერთი თემა ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული ვითარება იყო, განიხილეს რეგიონალური საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის "უნდა დასრულდეს საერთაშორისო სამართლის საფუძვლების გათვალისწინებით". მისი თქმით, თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებს, თუ ეს მხარეების სურვილი იქნება.

მისი თქმით, ომის გაგრძელებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე და თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად.

მედია აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S