Accentnews.ge
გერმანიაში მიგრანტების უკანონოდ გადამყვანთა წინააღმდეგ მასშტაბური რეიდები დაიწყო

გერმანიაში მიგრანტების უკანონოდ გადამყვანთა წინააღმდეგ მასშტაბური რეიდები დაიწყო

07/11/2023 16:55:50 მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ 7 ნოემბერს მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო სავარაუდო ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში,– იუწყება DPA.

ათობით ოფიცერმა გერმანიის აღმოსავლეთის სამ შტატში ჩხრეკა ჩაატარა 18 ლოკაციაზე და დააკავა სამი ეჭვმიტანილი.

ეჭვმიტანილებს ედავებიან მიგრანტების გადაყვანას ბალკანეთის გავლით გერმანიაში ფურგონებითა და მსუბუქი მანქანებით.

ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაშიც არის ეჭვმიტანილი.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სირიის 30 წლის მოქალაქე ბერლინში დააკავეს. პოლიციის ცნობით, ის ძირითადად კონტრაბანდის ოპერაციებს აწყობდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ფურგონებს თავადაც მართავდა.

გერმანიის სხვა ქალაქებში 20 წლის და 27 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია კიდევ შვიდ ეჭვმიტანილს ეძებს.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმ გერმანიის 16 შტატის მეთაურთან შეათანხმა უფრო მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანამ „ფართომასშტაბიანი დეპორტაცია უნდა განახორციელოს იმ ადამიანების, რომელთაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S