რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ევროპაში „პუტინის ასლების“ გამოჩენის საფრთხე საუბრობს
07/11/2023 12:28:07 მსოფლიო
თუ მოსკოვი მოახერხებს უკრაინასთან ომის მოგებას, ევროპაში ბევრი „პუტინის ასლი“ გამოჩნდება - პოპულისტი და ულტრამემარჯვენე. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა,– წერს Bloomberg.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნები გვაქვს და თუ ასამბლეაში უფრო ექსტრემისტულ ხმებს დავინახავთ, ეს უფრო მეტ დაუცველობას შექმნის ევროკავშირში“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
მისი თქმით, ევროპაში მზარდია მემარჯვენე და პოპულისტური ძალების მიმართ მხარდაჭერა, რომელთაგან ბევრი უკრაინის დახმარებას აკრიტიკებს და ნანობს კრემლთან ურთიერთობის გაწყვეტას. გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა ნაწილობრივ პრორუსული განწყობებით არის განპირობებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები საჯაროდ გამოხატავენ რუსეთის მიმართ ერთიანობას, როდესაც განიხილავენ სანქციების მე-12 პაკეტს. თუმცა, პირად საუბრებში ისინი ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ: რუს პრანკერებთან სატელეფონო საუბრისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ მელონიმ აღიარა, რომ შეინიშნება კიევის მხარდაჭერით "დაღლილობა".
ჩიოლაკუმ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილში. მან აღნიშნა, რომ რთულია ბლოკის ლიდერებს შორის ერთიანი პოზიციის მიღწევა უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების – ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიკოს პრორუსული შეხედულებების გამო.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს უკრაინის ყოვლისმომცველ დახმარებას ევროპელი მოკავშირეების მხრიდან დაღლილობის პირობებშიც კი. ახლა, მისი თქმით, საზოგადოება უკრაინის თემიდან ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტზეა გადართული, მაგრამ იქ სიტუაცია უკრაინის ომზე ადრე მოგვარდება, – დარწმუნებულია პრემიერ–მინისტრი.
რუმინეთი უკრაინიდან სურსათის ექსპორტის საკვანძო კერად იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვიდა და უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირება სცადა. ჩიოლაკუს თქმით, მისმა ქვეყანამ გაზარდა უკრაინული მარცვლეულის ყოველთვიური მარაგი ნახევარი მილიონი ტონიდან 3 მილიონ ტონამდე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა უახლოეს თვეებში გეგმავს ექსპორტის 4 მილიონ ტონამდე გაზრდას.


