Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანაშემწე კიევთან აფეთქების შედეგად დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანაშემწე კიევთან აფეთქების შედეგად დაიღუპა

07/11/2023 05:20:40 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, მაიორი გენარი ჩასტიაკოვი კიევთან აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ზალუჟნი ავრცელებს.

მისი თქმით, "ჩასტიაკოვი დაიღუპა საკუთარ დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში".

"აფეთქდა ჩასტიაკოვის მიერ დაბადების დღეზე მიღებული ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც იუბილარმა შინ მიიტანა", – აცხადებს ზალუჟნი.

ჩასტიაკოვის ცოლი ყვება, რომ მისმა ქმარმა სახლში მიიტანა საჩუქრის ნაკრები სპირტიანი სასმელის ბოთლით და ხელყუმბარის ფორმის ჭიქებით. აფეთქება მოხდა ამ პაკეტის გახსნის მომენტში.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად დაიჭრა მეომრის 13 წლის ვაჟიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S