Accentnews.ge
რა თქვა ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ

რა თქვა ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ

06/11/2023 17:15:22 მსოფლიო

აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში მისი ტურნე თურქეთში ვიზიტით დაასრულა.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში იგი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა. აუდიენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

მოგვიანებით, მან აღნიშნული შეხვედრის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჰუმანიტარული დახმარება

ბლინკენმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დახმარების კუთხით ვითარების გაუმჯობესება არ გამორიცხა.

"აშშ ძალიან აგრესიულად მუშაობს ღაზას სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვაზე და ამის გაკეთების ძალიან კონკრეტული გზები გვაქვს და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ნახავთ, რომ ეს დახმარება შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს“, – აღნიშნა მან.

მძევლები

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი პირები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

"ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი მძევლების საკითხზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი სახლებში დავაბრუნოთ", – განაცხადა ბლინკენმა.

მსხვერპლი ღაზაში

მისი თქმით, "აშშ შეშფოთებულია ღაზას სექტორში პალესტინელების საშინელი დანაკარგების გამო".

"ჩვენ ისრაელის ხელისუფლებას ვესაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რაც ისრაელს შეუძლია, გადადგას მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის შესამცირებლად“, – განაცხადა ბლინკენმა.

ტურნეს შეფასება

ჟურნალისტების კითხვაზე, მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს მისი ტურნეს ფარგლებში, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ "ყველაფერი მიმდინარე სამუშაოა”. მას შემდეგ რაც რეპორტიორებმა მას იგივე კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს, ბლინკენმა გარკვეულ პროგრესზე მიანიშნა.

ტურნეს შეფასებისას მან აღნიშნა, რომ მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო სამ საკითხზე:

"ეს საკითხები იყო: როგორ გავაფართოვოთ ჰუმანიტარული დახმარება; როგორ შევაჩეროთ კონფლიქტის გავრცელება და რისი გაკეთება შეგვიძლია ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელების მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად".

ბლინკენი პარასკევს ეწვია ისრაელს, შაბათს იორდანიას და დასავლეთ სანაპიროს, შემდეგ კვიპროსს, ერაყსა და თურქეთს.

ცნობისთვის: ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზას სექტორში 10 000-ზე მეტი ადამიანი.

ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.

ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ "მისი სამიზნე მხოლოდ „ჰამასი“ არის, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S