ტოივო კლაარი: „დაჟინებით მოვითხოვთ, ქართულ მხარეს კვარაცხელიას საქმეზე ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდონ“

2019-03-15 15:33:08
117

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ტოივო კლაარის განცხადებით, თანათავმჯდომარეებმა რუსულ მხარეს დაჟინებით მოსთხოვეს, ირაკლი კვარაცხელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს.   

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად სოხუმში შეხვედრები გავმართეთ. განვიხილეთ მორიგი რაუნდის დღის წესრიგი. ვისაუბრეთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზეც. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა იმ შესაძლო მტკიცებულებას, რომელიც ამ საქმეში სიცხადეს შეიტანს. დამატებით რაიმე მტკიცებულება არ მიგვიღია, ამ ფაქტზე ზუსტად იგივე ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომელიც საჯაროდ გაცხადდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა არსებული ინფორმაციით ვიყოთ უზრუნველყოფილი. კონტაქტზე ვარ რუსულ მხარესთან და დაჟინებით მოვითხოვთ, ქართულ მხარეს მიაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა "პირველ არხთან" საუბრისას ტოივო კლაარმა.

სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ხვდებიან.