ფულადი გზავნილები: რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი თანხა

2019-03-15 12:58:59
468

2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.2%–ით (11.6 მლნ აშშ დოლარით) აღემატება. 

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0% იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა.

ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც ქვეყანაში $31.6 მილიონი შემოვიდა. თუმცა ისიც უნდა აღინინოს, რომ რუსეთიდან გზავნილების მოცულობა იკლებს – 2018 წლის თებერვალში 33.3 მილიონი დოლარი იყო. ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 


გაზრდილია გზავნილების მოცულობა იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

ოცეული ასე გამოიყურება: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $31,616,101.00
  2. იტალია - $17,439,820.00
  3. საბერძნეთი - $14,163,435.00
  4. ისრაელი - $12,828,783.00
  5. აშშ - $12,732,550.00
  6. თურქეთი - $7,698,483.00
  7. გერმანია - $3,574,601.00
  8. ესპანეთი - $3,482,096.00
  9. უკრაინა - $2,326,987.00
  10. პოლონეთი - $2,216,801.00
  11. საფრანგეთი - $1,855,525.00
  12. ყირგიზეთი - $1,469,863.00
  13. აზერბაიჯანი - $1,417,275.00
  14. გაერთიანებული სამეფო - $1,375,052.00
  15. ყაზახეთი - $1,278,514.00
  16. კვიპროსი - $972,393.00
  17. კანადა - $948,919.00
  18. სომხეთი - $833,888.00
  19. ერაყი - $739,182.00
  20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $674,183.00